გაკვეთილის გეგმა

მთავარი თემა
წრფივი ორუცნობიანი განტოლებათა სისტემა
მნიშვნელობა, აქტუალობა
გამოყენება ყოფაცხოვრებაში.
მიზნები და შედეგები
მათ. VIII.7. მოსწავლეს შეუძლია განტოლებათა სისტემებისა და უტოლობების გამოყენება პრობლემის გადაჭრისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ტექსტური ამოცანის ამოსახსნელად ადგენს და ხსნის ორუცნობიან  წრფივ განტოლებათა სისტემას; ახდენს ამონახსნის ინტერპრეტაციას ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით;
  • ირჩევს ხერხს და ხსნის ორუცნობიან წრფივ განტოლებათა სისტემას; ახდენს ამონახსნის სიმრავლურ და გეომეტრიულ ინტერპრეტაციას;
  • ტექსტური ამოცანების ამოხსნისას და რეალური ვითარების მოდელირებისას ადგენს და ხსნის ერთუცნობიან წრფივ უტოლობებს; ახდენს ამონახსნის სიმრავლურ ინტერპრეტაციას.
წინარე ცოდნა
გრაფიკების აგება, განტოლების ამიხსნა. სისტემის ამოხსნა.
შეფასების საგანი და პროცედურები
 პრეზენტაცია, განმავითარებელი შეფასება,ზეპირი გამოკითხვა,. შეფასების რუბლიკა
სასწავლო მასალა დატექნიკური რესურსები
ცარცი, დაფა, თვალსაჩინეობა, სახელმძღვანელო.
გაკვეთილის მსვლელობა
1.საორგანიზაციო საკითხები 2 წთ
2.გონებრივი იერიში 5წთ
წრფივ ორ უცნობიან განტოლებათა სისტემის  ამოხსნის  რამდენი ხერხი  არსებობს?
რამდენი საერთო წერტილი შეიძლება ჰქონდეს წრფეს?
რამდენი ამონახსნი შეიძლება ჰქონდეს წრფივ ორ უცნობიან  განტოლებათა სისტემას?
შეარჩიე რიცხვთა წყვილი რომელიც 2x+3y=-2 განტოლების ამონახსნია.
ა) (1; 1)   ბ) (1; -2)   გ) (2; -2)   დ) (3; -2)
3.პრეზენტაცია 10 წთ
გაკვეთილის თემის ირგვლივ წინასწარ დავავალე მოსწავლეებს წარმოედგინათ შესაფერისი მასალა.გამოეყენებიათ საკუთარი ფანტაზია და შემოქმედების უნარი.
4. მასალის განმტკიცება 15 წთ
სავარჯიშოები  N 9,10, 12.
5.ჯგუფური 10 წთ
I ჯგუფი  ამოცანა
ორი რიცხვის ჯამია 6. II რიცხვი  I -ზე 2-ით  მეტია. იპოვეთ ეს რიცხვები.
II ჯგუფი. ამოცანა
ორი რიცხვის ჯამია 5. იპოვეთ ეს რიცხვები.
 III ჯგუფი.ამოცანა.
მოცემულია 2 რიცხვი. გაოთხკეცებული პირველი რიცხვი 12-ით ნაკლებია მეორეზე, ხოლო გაორკეცებული პირველი  რიცხვი უდრის მეორეს მოპირდაპირეს. იპოვეთ ეს რიცხვები.
6.საშინაო დავალების მიცემა  3 წთ.
გვერდი 111, სავარჯიშოები: 11,14, 15.
დიფერენცირებული სწავლება
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ძირითადი სტანდარტის მიღწევა. მოსწავლეებმა შეძლონ მოაწესრიგონ და წარმოადგინონ თვისებრივი მონაცემები დასმული ამოცანის ამოსახსნელად.



გაკვეთილი

No comments:

Post a Comment